„ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაუგებრობაშია მოყოლილი და თავად უნდა ჩამოყალიბდეს, რა პროცესის მონაწილეა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა უნდა მიიღოს, რომ გავიგოთ, დანაშაულს ვინ ჩადიოდა, დამნაშავე ვინ არის და რეალურად, საქმე რასთან გვაქვს. არსებული ინფორმაციები ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ პირად შთაბეჭდილებაზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან გაუგებრობაშია მოყოლილი, უნდა ჩამოყალიბდეს, დამნაშავეა, ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ ვიღაცის კორუფციულ გარიგებაში. უნდა ჩამოყალიბდეს და თავისთვის გადაწყვიტოს. ჩემთვის მისი ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის, ფაქტობრივი გარემოებები და ის მაინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

">