ხუხაშვილი: ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც „რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს“. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„სიჯიუტე არის ორგვარი. არის მარგველაშვილის სიჯიუტე, რომელსაც კომპეტენცია გააჩნია, მან იცის თავისი კონსტიტუციური ფარგლები და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯიუტობს, ფეხებს აბაკუნებს, არასდროს გამოსულა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.

სალომე ზურაბიშვილის სიჯიუტე სულ სხვაგვარია და ის არაა განპირობებული სახელმწიფო ინტერესებით. ეს არის მისი ხასიათი, ეს არის ადამიანი, რომელიც რაც მოეპრიანება იმას გააკეთებს. აქ არ იქნება არც კონსტიტუციაზე და არც კანონზე ლაპარაკი. ხვალ შეიძლება მოინდომოს, რომ პუტინს შეხვდეს: რატომ არ უნდა შევხვდე? ლავროვს ხომ შევხვდი და ჯარები გავიყვანე, რატომ არ უნდა შევხვდე?

ასეთი ტიპის ადამიანია. ამაშიც ვერ ვხედავ დიდ პრობლემას, რადგან ნებისმიერი ადამიანის ჭკუაზე მოყვანა შეიძლება. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ რეალითი შოუს, რომელსაც 6 წლის განმავლობას უნდა ვუყუროთ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

">