ხორავას ქუჩის საქმეზე დასკვნას საგამოძიებო კომისია, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გამოაქვეყნებს

დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„გამოკითხვებს ივლისის ბოლოს, მაქსიმუმ აგვისტოს დასაწყისში მოვრჩებით. მას შემდეგ, რაც გამოკითხვები და საქმის შესწავლა მორჩება, რამდენიმე კვირა გვექნება, რათა საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდეს და ჯგუფის შიგნით შეთანხმებული იყოს. იმისთვის, რომ არსებულ პრობლემებზე რეაგირება ბოლომდე მოხდეს, მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მთავარი პროკურორის არსებობაა“, – აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი მიმდინარე წლის 31 მაისს დაუჭირა. კომისიას საქმიანობისთვის სამთვიანი ვადა აქვს, თუმცა კომისიას უფლებამოსილება შეიძლება თითო-თითო თვით სამჯერ გაუხანგძლივდეს.

წყარო: იმედი

 

">