ხორავას ქუჩის საქმე – ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ. ღ.-ს სასამართლო პროცესზე დღეს ზაზა სარალიძეც დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მათ შორის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ზაზა სარალიძეც დაიკითხება. ბრალდებულის უფლებადამცველები ისევ ამბობენ, რომ დ.ღ. უკანონო პატიმრობაშია.

წყარო: რუსთავი 2

">