ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის სულისკვეთება რომ შეესრულებინა, სერიოზული პრევენცია იქნებოდა

ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რომ შეეყვანა რუსეთის იქ მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში, სერიოზული პრევენცია იქნებოდა – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისიფლებამ არც ხელსაყრელი საერთაშორისო კონიუქტურა გამოიყენა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსეთს არასდოდეს გადაუხდია ჩადენილი დანაშაულისთვის პოლიტიკური ფასი.

„ოცნების მთავრობას აქამდე ის უნდა გაეკეთებინა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის სულისკვეთება პირნათლად შეესრულებინა. შეეყვანა ამ სიაში რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეები, რომლებიც ვიცით, რომ მონაწილეობდნენ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში და გამოეყენებინა საქართველოსთვის ხელსაყრელი საერთაშორისო კონიუქტურა, რაც არსებობს ვაშინგტონსა და ბრიუსელში და მოეხდინა ამ სიის ლობირება. არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას არც ერთი და არც მეორე, რომ გაეკეთებინა ეს ყველაფერი, შეიძლება მაინც ვერ აგვერიდებინა ეს ტრაგედია თავიდან, მაგრამ ის, რომ ამ ტრაგედიის ალბათობა შემცირდებოდა და ძალიან სერიოზული პრევენციული ფაქტორი გაჩნდებოდა,- მე ვფიქრობ ეს არის სამართლიანი,”-აცხადებს გიორგი

">