“ხელისუფლება შეეშვას ძალადობას და ნუ ქმნის ქვეყანაში რისკებს” – რომან გოცირიძე TBC ბანკზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

“ხელისუფლება შეეშვას ძალადობას და ნუ ქმნის ქვეყანაში რისკებს,” – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომან გოცირიძე.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელ სესიაზე სწორედ TBC ბანკზე განხორციელებულ ზეწოლასა და ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრებს.

„ეს არის ტოტალური ზეწოლა ბიზნესზე, ანაკლიისა და TBC ბანკის მაგალითზე და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რითაც ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ შეეშვას ძალადობას და ნუ ქმნის ქვეყანაში სერიოზულ რისკებს,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

">