„ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ დაპირება“ – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ პრემიერმინისტრთან და შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პრემიერმისგან მათ გარკვეული დაპირებები მიიღეს.

„თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს კრიტიკა მიმდინარე გამოძიების მიმართ, ისევე როგორც ზოგადად სუს-ის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში.

დღეს პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა რომელიც გვაქვს გამოძიების მიმართ, ჩატარებული სპეცოპერაციის მიმართ და სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ პანკისში.

ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ დაპირება – პირველი, რომ ის საკუთარ კონტორლზე აიყვანს გამოძიება და შეეცდება ის კრიტიკა და ხარვეზები გამოძიებაში ჩანს გაიაროს საგამოძიებო უწყებებთან. მეორე, ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო ჰუმანური, სოციალური გახდება. მათ შორის ხეობაში გაჩენილი ნდობის პრობლემას შეეცდება ხელისუფლება.

ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა გონივრულ ვადებში მოხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა.

">