„ომეგა ჯგუფმა“ ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმები დაიწყო“

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფს“ ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმაში ადანაშაულიებს. ფადი ასლის განცხადებით, ეს ბრალდებები არადამაჯერებელი  და ბავშვურია.

„ომეგა ჯგუფმა“ საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმები დაიწყო, ეს იგივეა, რომ ვიღაც, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ბანკში მივიდეს დასაყაჩაღებლად და როდესაც პოლიცია შეაჩერებს, თავის პრობლემებში პოლიცია დაადანაშაულოს. ეს ბრალდებები არ არის სანდო, ჩვენი აზრით, ბავშვურია, ვფიქრობთ, რომ ვისაც ტვინი აქვს თავში, მსგავსს არაფერს დაიჯერებს, ეს არის ჩვენი პოზიცია“,-განაცხადა ფადი ასლიმ.