ხაინდრავა: ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ და დღეს მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს

მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა, ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც კაგებე-ს სამჭედლოში არიან გაზრდილები.

მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და მეტი არაფრისთვის, სხვა არანაირი ფუნქცია სააკაშვილს დღეს არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით. ერთიც და მეორეც კაგებე-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან.  საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და კიევის დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, კაგებე-ს სამჭედლო, იქ არავინ სხვა, გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ.

„ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ. ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსთის მოქალაქე იყო, დღეს კი, მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი, სისხლში ჩაახშეს ქვეყანა და მისი ნათესავები. ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამფსონები დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

">