ლევან ხაბეიშვილი მერიის მიერ ბლოგერების ჩამოყვანას აფასებს და არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

ოპოზიცია თბილისის მერიას საბიუჯეტო თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მერია დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის შესასწავლად წლის განმავლობაში ბლოგერების, ჟურნალისტებისა და სპეციალისტების ჩამოყვანას აპირებს, რაც საერთო ჯამში თბილისელებს 150 ათასი ლარი დაუჯდება. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, თანხა არაადეკვატურია და საკითხის სარევიზიო კომისიაზე დაყენებას აპირებს.

“ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც თბილისელებმა, გაჭირვებულმა  და გაღატაკებულმა თბილისელებმა უნდ დავუფინანსოთ ვოიაჟი. არამარტო ბილეთი, არამედ აქ წერია სასტუმრო, კვება და ყველა მომსახურეობა. ეს არის კუდაბზიკა დამოკიდებულება, მაშინ როდესაც რეალობაში აქ ადგილზე უამრავ ადამიანს უჭირს,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

არამიზნობრივ ხარჯვას მერიაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ კამპანია ეფექტურია და მისი განხორციელება ტურისტების მოსაზიდად აუცილებელია

">