თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მინისტრის თქმით, სახელმწიფო უწყებები მოწოდებულები არიან უზრუნველყონ ყველა მოქალაქის უფლება.

„მე ამ წუთში, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანების უფლებები დაირღვა, იმიტომ, რომ მაშინ, იმ 17 მაისს, ვერ უზრუნველყო ლგბტ თემისა და მისი წევრების უსაფრთხოება.

დღევანდელ 17 მაისს რაც შეეხება, ჩვენი მთავრობა, სამართალდამცავი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული, მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფები, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, თითოეული მათგანისგანაც დაეცვა და ასევე თითოეული მათგანის უსაფრთხოება უზრუნველეყო. შემდეგ მიღებული იქნა ის გადაწყვეტილებები 2 ჯგუფის მიერ, რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, მიუხედავად ამისა, თქვენ ყველა ხედავთ თბილისის ქუჩებში, რომ დღეს არის საპოლციო მზაობა“,-განაცხადა წულუკიანმა.

/</a></iframe>