WONDER WOMAN 2 – ს კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავი უერთდება

მიუხედავად იმისა, რომ პეტი ჯენკინსის ქალი საოცრება 2018 წლის ოსკარების ცერემონიაზე კინოაკადემიის წევრებმა აშკარად დაივიწყეს, ფილმის პოპულარობა ამით არ დაზარალებულა, პირიქით, მისი მეორე ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინით აღსავსე სამომავლო პროექტია, რომელსაც უამრავი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მეორე სერია კინოთეატრებში 2019 წელს გამოჩნდება და უახლესი ინფორმაციით მას კიდევ ერთი ვარსკვლავი უერთდება. უკვე ცნობილია, რომ კრისტინ უიგი დაემატა პროექტს, ხოლო ახალი სახე გახლავთ პედრო პასკალი. პასკალი მაყურებელმა გარდა იმისა, რომ სამეფო კარის თამაშებიდან გაიცნო, ის ასევე პოპულარული გახდა ისეთი რეიტინგული სერიალით, როგორიც არის Narcos.

ზემოხსენებული როლებიდან გამომდინარე, პასკალის კარიერა ჰოლივუდში აშკარად აღმავლობის გზაზეა და მისი დამატებით ქალი საოცრება 2 კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ჯერჯერობით ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობი კომიქსების გმირის Angle Man-ის როლს ითამაშებს. ეს ყველაფერი უფრო ნათელი ალბათ მომავალში გახდება.

">