წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი დაჭრეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც სროლა მოჰყვა. დაჭრილი ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

/</a></iframe>