წითელას ეპიდემია – ქუთაისში, კლინიკა “მედიქალსიტი”-ში 10 პაციენტი მკურნალობს

ქუთაისში კლინიკა “მედიქალსიტი”-ში ამ დროისთვის წითელას ინფექციით 10 პაციენტი მკურნალობს.

ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

იანვრის თვეში კლინიკას წითელას ინფექციით 59-მა პაციენტმა მიმართა. ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ეს რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, “მედიქალ სითიში” მომართვიანობა 2-ჯერ შემცირდა.

">