Westworld-ის მესამე სეზონი 2020 წლამდე არ გამოვა – მიზეზი სამეფო კარის თამაშებია

HBO-ს გადაწყვეტილებით, სუპერპოპულარული სერიალი Westworld ეთერში მესამე სეზონითაც დაბრუნდება. ეს ნამდვილად კარგი ამბავია, თუმცა ცუდი ის არის, რომ შოუ ეთერში 2020 წლამდე არ გამოვა.

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი პირველი კი ის არის, რომ არხის გადაწყვეტილებით 2019 წელს მთავარი აქცენტი სამეფო კარის თამაშების ფინალურ და დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონზე უნდა გაკეთდეს.

გარდა ამისა, როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, Westworld-ის მესამე სეზონი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და მის გადასაღებად ძალიან დიდი დროა საჭირო.

">