ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიმართ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის დანაშაულის გადასაფარად დაიგეგმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლების მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის გამოძახილია და მათ სწორედ ამის გადასაფარად დაგეგმეს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ პროვოკაცია. ამის შესახებ ვოლსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. იქ მას სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>