Vogue : “საქართველო ცნობილია ვენახებითა და საქვეყნოდ განთქმული გემრიელი ღვინით

ცნობილი ჟურნალი Vogue იმ ქვეყნების სიას გვთავაზობს, რომლებიც 2017 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მათ შორის საქართველო პირველ ადგილზეა.

 

 

 

ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო ცნობილია ვენახებითა და საქვეყნოდ განთქმული გემრიელი ღვინით, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მოინახულოთ”.

 

Image result for georgian wine

Image result for georgian wine

 

ჯენ მერფი აღნიშნავს, რომ თბილისი ახალგაზრდული სულით ბრუკლინს ჰგავს, თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო რუმსი კი საუკეთესო მეგზური იქნება ქვეყნის სამზარეულოსა და მუსიკის გასაცნობად.

 

Image result for rooms hotel tbilisi

Image result for rooms hotel tbilisi

Image result for rooms hotel tbilisi

 

სტატიაში ნახსენებია ბასიანიც, რომელსაც საზღვარგარეთ უკვე იცნობენ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისელმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა Låpsley-მ თბილისის ღამის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი შექმნა, სადაც ბასიანს ქლაბინგის მექა უწოდა. 15-წუთიან ნამუშევარში მიმოხილულია თანამედროვე ქართული ელექტრონული მუსიკა და მისი წარსული, საკლუბო ცხოვრების გამორჩეული სივრცეები და აქტუალური საკითხი – მოძრაობა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის. კადრში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ადგილები მოხვდა: ხიდი, მტკვარზე, კაფე გალერი და ბასიანი, რომელსაც ავტორი თბილისური ქლაბინგის მექას უწოდებს.

თბილისში ყოფნის დროს გადამღები ჯგუფი შეხვდა მუსიკოსებს, პროდიუსერებსა და აქტივისტებს, რომლებიც, Låpsley-ის თქმით, საკუთარ პროტესტს მიწისქვეშა, საბჭოთა არქიტექტურით გარემოცულ “დენსფლორზე” გამოხატავენ.

დოკუმენტურ ფილმში ბრიტანელი მუსიკოსი 90-იან წლებს, ადამიანის უფლებებსა და სოციალურ ფონსაც ეხება. მრავალფეროვანი გადასაღები წერტილები, იშვიათი კადრები წარსულიდან და ტურისტის თვალით დანახული თბილისური გართობა – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფილმი ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო უნდა იყოს

 

 

 

ჯენ მერფის აზრით, თბილისში ჩამოსული ტურისტები აუცილებლად უნდა ესტუმრონ ყოფილ საბჭოთა ქარხანასაც, სადაც ამჟამად მულტიკულტურული სივრცეა შექმნილი არტისტებისთვის (ფაბრიკა).

 

Image result for tbilisi fabrika

Image result for tbilisi fabrika

Related image

 

სტატიაში ნახსენებია ქართული სამზარეულოც, რომელსაც ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა.

 

Image result for georgian food

 

Vogue-ს სიაში ასევე მოხვდნენ: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.

">