ვირუსის მორიგი მსხვერპლი – მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ H1N1-ია

 

გრიპის ვირუსით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ავთო სარჯველაძის გარდაცვალების მიზეზი, გრიპი, სავარაუდოდ, H1N1 შტამის ვირუსია.

შუახნის პაციენტი ბათუმის საავადმყოფოში ლანჩხუთიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ეს გრიპის ვირუსით გარდაცვალების დღეს უკვე მეორე შემთხვევაა. გასულ ღამეს ბათუმში, 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დეკემბრის თვიდან დღემდე H1N1-ით გარდაცვალების 15 შემთხვევა დადასტურდა.

">