„ჯიპას რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამით მთავრდება“

ვიღაცის რეკომენდაციით, ჯიპას რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამითი მთავრდება, ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშრებით, რომ მას სურვილი აქვს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს.

„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი, მით უმეტეს მარგველაშვილი და მით უმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია, რით მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიდიოდა, მაშინ კრემლისთვის კიდევ უკეთესი, იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი, ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ, საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა, თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დროა აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასეც და ისეც კრემლისთვის კარგია. ჩვენ კი, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით, ჯიპას რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამითი მთავრდება“,-განაცხადა ვაშაძემ.

/</a></iframe>