„ვინც ღებულობს „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტს, არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ შეწყვიტოს“

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ვალსარტანი“ უსაფრთხო და ძალიან ეფექტიანია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. დავით სერგეენკოს განცხადებით, მოქალაქეებმა, რომლებიც „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებს იღებენ, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ, თუმცა აუცილებლად უნდა ნახონ სია, კონკრეტულად რომელი კომპანიის წარმოებულ რომელ მედიკამენტს ეხებ აკრძალვა.

„ნივთიერება „ვალსარტანი“ უსაფრთხო და ეფექტური არის, კითხვები გაჩნდა კონკრეტული კომპანიის მიერ, „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტებზე, კითხვის გაჩენა არ ნიშნავს, რომ კიბოს აჩენს, შვიდი წლის განმავლობაში უნდა სვან ორმაგი დოზა, რომ 5 ათასიდან ერთ ადამიანს დაემართოს ონკოლოგია ამ მიზეზით. ვინც ღებულობს „ვალსარტანის“ შემცველ მედიკამენტს, არავითარ შემთხვევაში მკურნალობა არ შეწყვიტოს, უბრალოდ ნახოს ეს სია, რომელიც გამოქვეყნებულ არის რამდენიმე დასახელება და შეცვალოს“,-განაცხადა სერგეენკომ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული „ვალსარტანის“ შემცველი 42 დასახელების წნევის დამწევი მედიკამენტის გაყიდვა უკვე აკრძალა.

 

/</a></iframe>