„ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა“

ეს არის სრული უიდეობა, ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, პრემიერმინისტრის მიერ დასახელებული მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას განაცხადა.

„ეს არის სრული უიდეობა, ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს. არცერთი არ არის თავის ადგილას. შეიძლება იყო კარგი მზარეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია გახდე კარგი ზეინკალი. ჩამოდის წარმატებული მენეჯერი მოსკოვიდან, რომელიც მუშაობდა ფირმაში, სადაც მის დამლაგებელს თუ დარაჯს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე მას ექნება საქართველოს მთავრობაში -რა მოტივი ამოძრავებს? შეიძლება „ჯეოსელის“ ფინანსისტი იყოს იმ ხედვებისა და იმ უნარჩვევებისა თუ ცოდნის მატარებელი, რომელმაც უნდა მართოს მთელი ქვეყნის ეკონომიკა.

სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, შევხედეთ რა ახალ მთავრობას, ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა“,-განაცხადა გოცირიძემ.