ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ვინ გუნდურ პრინციპებს იცავს ვინ არ იცავს შესაძლოა, ამ საკითხებზე მოგვიწიოს მსჯელობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას გუნდური წესების თამაშსა და ამ მთავარი პრინციპის დაცვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებს.

ოხანაშვილის შეთავაზება, რომ მოსამართლეების შესახებ არსებული საკითხებზე დისკუსია გაემართათ ბესელიასა და მისი მხარდამჭერი დეპუტატების მხრიდან უპასუხოდ დარჩა.

რადგან კონსულტაციები არ შედგა, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს იურიდიული კომიტეტის გასვლით სხდომაზე განიხილება. გასვლითი სხდომა კაჭრეთში ხვალ გაიმართება.

„ჩვენ შაბათს და კვირას გავდივართ გასვლით შეხვედრაზე სადაც კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე ვიმსჯელებთ. შეგვიძლია სამოქმედო გეგმის განხილვის შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზეც. ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ვინ გუნდურ პრინციპებს იცავს ვინ არ იცავს შესაძლოა, ამ საკითხებზე მოგვიწიოს სხვა დროს საუბარი“-ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

">