„ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი განიხილავს ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს“

ადა მარშანია იმედოვნებს, რომ  გედევან ფოფხაძე „პატრიოტათა ალიანსის“ ფრაქციაში გაწევრიანდება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება დატოვოს.

„მივესალმები ბატონი გედევანის გადაწყვეტილებას, თუმცა გამიკვირდა, ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი განიხილავს ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს. მე მგონი, ჩვენ ბევრ საკითხში ერთი აზროვნება გვაქვს“,-განაცხადა მარშანიამ.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია.  კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

/</a></iframe>