„ვერაფრით ახსნა კალაძემ, რატომ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 30 000 ლარი და ამის გადასაფარად გამოხტა დილაუთენია“

თბლისის მერიის მიერ, „სითი პარკთან“ გაწყვეტილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო პიარსვლა, იმისთვის, რომ ლევან გაჩეჩილაძისთვის, მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული 30 000 ლარის თემა გადაფარულიყო.

„აშკარაა, რომ ვერაფრით ვერ ახსნა კახი კალაძემ, რატომ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 30 000 ლარი და ამ ისტორიაში გაიხლართა და ამის გადასაფარად, სუფთა პიარული ნაბიჯი იყო, რომ გამოხტა დილაუთენია და თქვა, რომ „სითი პარკთან“ წყვეტს ხელშეკრულებას. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც 3 წელი გავიძახდი, რომ ეს კონტრაქტი გასაწყვეტი იყო, პოპულისტი ხარო და ნარმანიადან დაწყებული, კალაძით დამთავრებული, წინასაარჩევნოდ ამას ამბობდნენ და ახლა როგორ არის საქმე, ძალიან მაინტერესებს, ახლა არ არის პოპულიზმი ის, რასაც ვამბობდი“,-განაცხადა ელისაშვილმა.

">