„მამაჩემი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო“

ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შვილი ლიკა ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ მამამისის  შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მოკლულის დედამ, ნათია გობაძემ მიმართა. ლიკა ბაქრაძის თქმით, შეწყალების თხოვნით მას პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.

„კონფლიქტი ის იყო, რომ თაკო იყო წინააღმდეგი, რომ ერთად ყოფილიყვნენ, რაც შეეხება მოტივებს, მე ვერ გეტყვით, მამაჩემი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო, მე დღემდე ვარ შოკირებული“,-განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

">