ვატიკანში წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

წმინდა საყდართან აკრედიტებული საქართველოსა და პოლონეთის საელჩოების ორგანიზებით, პაპის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტში, გაიმართა წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილიკონფერენცია სახელწოდებით: „წმ. გრიგოლ ფერაძე (1899 – 1942)მოწამე, თეოლოგი, მწერალი, ეკუმენისტი”.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  თამარ გრძელიძემ. საქართველოს ელჩმა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა. მან მოწვეულ  სტუმრებს ასევე მიაწოდაინფორმაცია  გრიგოლ ფერაძის აკადემიური ცხროვრების შესახებ დამათ ქართველი თეოლოგის  მრავალმხრივი სამეცნიერო შრომებიგააცნო.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე,  სიტყვით გამოვიდა პოლონეთისელჩი იანუშ კოტანსკი, რომელმაც საქართველოსა და პოლონეთსშორის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე გაამახვილაყურადღება.

კონფერენციაზე, რომლსაც წმინდა საყდართან აკრედიტებულიმისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხსენებით ასევეწარსდგნენ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია,მღვდელი ლეონიდე ებრალიძე, პაპის აღმოსავლეთ მცოდნეობისდოქტორანტი და დიაკვანი ირაკლი ჯინჯოლავა და მამა ჰენრიკპაპროცკი.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ფერაძე,  საქართველოსმართლადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა.

 

/</a></iframe>