„ვაპირებ მშვიდად შევხვდე აღდგომას“

მმართველი გუნდი გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გამართავს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა კონსულტაციებში მონაწილეობას თავად გედევან ფოფხაძე. მისი განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს.

„ჯერჯერობით არაფერს არ ვიზამ, ვაპირებ მშვიდად შევხვდე აღდგომას და მერე ვიფიქრებ მომავალზე. აჩიკო ძალიან კარგი ადამიანია და ნებისმიერ მომენტში შევხვდები, არ მაქვს მაგის პრობლემა“,-განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა აირჩია.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია.  კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

/</a></iframe>