„ვანო ჩხარტიშვილი ციხეში უნდა დალპეს“

ვანო ჩხარტიშვილი ციხეში უნდა დალპეს, – ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ის, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს განხორციელდა კრემლიდან ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება, არავინ საღად მოაზროვნე არ ეჭვობდა. უბრალოდ ახლა ეს კულუარები გახდა ხელმისაწვდომი და ყველა სიბინძურის სათავეში, კულუარებში დგას ჩვენი ანაბრების მიმთვისებელი, ქართველი ერის დაუძინებელი მტერი, ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უნდა დალპეს ციხეში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

/</a></iframe>