„ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ იმ სიბინძურეს, რამაც ამოხეთქა „ქართული ოცნების“ წიაღიდან“

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის – ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშია”-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შემქნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები, ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეირაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას აქვს შეკვეთილი. ჩვენ დავინახეთ, რომ შს მინისტრის უშუალო მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მოსწავლეებზე იმისთვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არსებული ვითარება, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა დასრულდეს.

„28 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების და მისი კანდიდატის მხარდაჭერა, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ იმ სიბინძურეს, რამაც ამოხეთქა „ქართული ოცნების“ წიაღიდან. ამის მხარდაჭერა ნიშნავს, მხარი დაუჭირო შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ხაზი გადაუსვა ჩვენი სამშობლოს მომავალს, ეს ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირო იმას, რომ საქართველო გახდეს შეიარაღებული ბანდების და კრიმინალების თარეშის ადგილი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

">