უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესი – კანონპროექტები დეპუტატებს შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია

მოსამართლეების დანიშვნის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში კვლავაც დაპირისპირების საგანია. დღეს პარლამენტის ბიურო ორ სხვადასხვა კანონპროექტს დაარეგისტრირებს. ერთ მათგანის ავტორი სპიკერი კობახიძეამეორესი კი „ქართული ოცნებიდან“ ახლად წასული ეკა ბესელია, რომლის დემარშის მიზეზიც სწორედ მოსამართლეთა დანიშვნა გახდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, კობახიძის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტის შემუშავებაში, ბესელიას კანონპროექტისგან განსხვავებით პარლამენტის ჩართულობა ნაკლებია და ის მურუსიძე-ჩინჩალაძის დაკვეთას ასრულებს.  ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ.

დაკავშირებული სურათიეს შემოთავაზებული კანონპროექტები მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებას გამოიწვევს და რეალურად ვერ შეცვლის ასე ვთქვათ იმ კლანის მმართველობას, რომელიც დაწესდა ჩვენს სასამართლო სისტემაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალური რეფორმისთვის აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინება. რაც შეეხება საერთოდ იუსტიციის საბჭოს რეფორმას, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა მოხდეს უცხოელი ექსპერტების თანამონაწილეობის გზით,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენ ამერიკული მოდელით მოვუსმენთ ინდივიდუალურად ყველა კანდიდატს. ამერიკული მოდელი ნიშნავს იმას, რომ კომიტეტის სხდომაზე მოხდება ყველა კანდიდატის ინდივიდუალურად მოსმენა, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ყველა შეკითხვა დაისმება, რაც საჭირო იქნება და ამის შემდგომ იმსჯელებს უკვე პლენარული სხდომა, პლენარულ სხდომაზე მოხდება მსჯელობა და მოხდება კენჭისყრა ინდივიდუალური კანდიდატებისადმი. ეს არის პროცესი, რომელიც არის უპრეცენდენტო და გამჭვირვალე და ღია და უზრუნველყოფს რა თქმა უნდა პარლამენტის განსაკუთრებულ როლს ამ პროცესში. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

">