უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი – საპროცედურო კომიტეტი სამ განსხვავებულ კანონპროექტს განიხილავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურები – საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე სამ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ.

დეპუტატებსა და არასამთავრობო სექტორს მომზადებულ კანონპროექტს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცნობს.

„ევროპული საქართველოს“ კანონპროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოსი გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები უნდა ჩაერთონ.

მეორე კანონპროექტი ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ ნაკლებად არის პარლამენტის ჩართულობა გათვალისწინებული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პროექტის მიხედვით, მოსამართლეობის მსურველმა დეპუტატებმა სასამართლოში გამწესებისთვის ხუთი საფეხური უნდა გაიარონ.

">