უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები – ვენეციის კომისიის წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი, კრიტერიუმები და დაკომპლექტება – ამ საკითხზე სასაუბროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვდებიან.

არამოსამართლე წევრები გეგმავენ, კომისიის წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ე.წ. მოსამართლეთა კლანზე. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება, იმ ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებზეა მორგებული, რომელიც სასამართლო სისტემაში გავლენებითსარგებლობს.

Related image„არის მთავარი გამოწვევა კლანი, რომელიც მართავს სისტემას და კანონი, რომელიც შევა ძალაში უნდა უზრუნველყოფდეს სწორედ იმას, რომ ისევ კლანი კი არ გაძლიერდეს, არამედ გაძლიერდეს ინდივიდუალური მოსამართლე და გარედან შემოვიდნენ კადრები. პროექტთან დაკავშირებით ვისაუბრებთ იმ კუთხით, რომ რა გაითვალისწინა საქართველოს პარლამენტმა, რა არ გაითვალისწინა,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, აუცილებელია ვენეციის კომისია ფლობდეს დეტალური ინფორმაციას, რათა დადოს ისეთი დასკვნა, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

Related imageგაპარპაშდა ლევან მურუსიძე. ეს პირობები „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა. ის არის თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ამ მემკვიდრეობაზე რაც დღეს ჩვენ გვაქვს. სწორედ ამიტომ ვაპროტესტებთ ჩვენ კობახიძის ვერსიას, რომ ის თავიდან ბოლომდე სარკესავით ატარებს ლევან მურუსიძის დაჯგუფების ინტერესებს,“-ამბობს ანა დოლიძე.

">