უოლსტრომი: „მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს, ექვსპუნქტიანი შეთანხმება“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ უოლსტრომი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„10 წელი გავიდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს, ექვსპუნქტიანი შეთანხმება“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.