“უნდათ რომ ანა ნაცვლიშვილი უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში გაიყვანონ” – ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობოებს შავრაზმელებს უწოდებს

დაპირისპირება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ვანო ზარდიაშვილს შორის – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სასამართლო რეფორმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს განიხილავდნენ, მესამე სექტორმა კლანურ მმართველობაზე ისაუბრა და “ქართული ოცნების” წევრი არაფორმალურ მმართველად მოიხსენია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანი იმართება მიხეილ ჩინჩალაძის და ვანო ზარდიაშვილის მითითებებით და ამაში ჩართულია დეპუტატის მეუღლეც კი.

„იმ დახურული  პროცესიდან გამომდინარე რასაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს ცხადია ჩნდება კითხვები მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხომ არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული იმიტომ რომ მას არა მარტო საბჭოს წევრებში ჰყავს მეგობრები , ახლობლები და ნათესავები არამედ თითონ საბჭოს აპარატშიც. სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომელმაც უნდა მოიკვლიოს მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია,“-განაცხადა”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

შერმადინის ამ განცხადებას გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოლიკო შერმადინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„ხუთი წუთის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია ნათქვამი. მან თქვა რომ ჩემი მეუღლე არ გაძლევდათ საჯარო ინფორმაციას. როდისმე ჩემს მეუღლეს საჯარო ინფორმაცია არ გაუცია?,“-მიმართა ოლიკო შერმადინს ვანო ზარდიაშვილმა რომელმაც უპასუხა, რომ მან უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე არ გასცემს საჯარო ინფორმაცია.

ვანო ზარდიაშვილმა ოლიკო შერმადინს განმარტებები მოსთხოვა ჰქონდა თუ არა მას რაიმე შენიშვნა მისი მეუღლის კომპეტენციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არც ერთხელ არასამთავრობოებს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონიათ. მათ შორის არც გიორგი მარგველაშვილი მიერ წარდგენილ კანდიდატებზე.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მესამე სექტორი ცდილობს უზენაეს სასამართლოში გაიყვანოს ანა ნაცვლიშვილი და მათი თავდასხმებიც ამით არის განპირობებული.

„პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღიათ. ეს პროცესი მოსწონდათ იცით რატომ? იმიტომ, რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს. ან არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კადრებს. ესეთები არიან მაგალითად; მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არასდროს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ახლაც გამოცდა არ უნდათ რომ დაინიშნოს, იცით რატომ? იმიტომ რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს წარდგენის საშუალება და ეს ჩვენ ვიძახით რომ ჩავწეროთ გამოცდა.

“აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაასახელებს ასევე საია-ს წარმომადგენელი ანა დოლიძე, გავა უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში. არის ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? აქვე გეტყვით რომ არ არის,“-განაცადა ვანო ზარდიაშვილმა და მესამეს სექტორს შავრაზმელები უწოდა.

">