„უნდა მოხდეს სასწაული, ან უნდა მოხდეს შედეგების სერიოზული დამახინჯება, რომ მივიღოთ პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი“

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არის ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებადი, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, ძალიან კმაყოფილია საკუთარი მხარდაჭერების ზრდის ტემპით.

„დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მაქვს ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი. არა ყველაზე მაღალი შედეგი, ამ წუთის მონაცემებით, არამედ ზრდის ტემპით. ბევრს აქვს კლების ტემპი, ბევრს აქვს შენარჩუნების პრობლემა და ა.შ. ამ ვითარებაში, დარჩენილ დღეებში თუ შევინარჩუნეთ ზრდის ტემპი, მე მაქვს საკმაოდ სერიოზული განაცხადი, რომ მეორე ტურში ბრძოლას შევძლებ რომელიმე სხვა კანდიდატთან. რაც შეეხება იმას, პირველ ტურში ვინმე იმარჯვებს თუ არა, უნდა მოხდეს სასწაული, ან უნდა მოხდეს შედეგების სერიოზული დამახინჯება, რომ მივიღოთ პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი. მე მგონი ესაა სურათი, რომელსაც ყველა ვხედავთ, მიუხედავად იმ კვლევებისა, რომელიც, ცხადია, კვლევის შემკვეთის ინტერესს ძალიან ღრმად ითვალისწინებს ხოლმე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

">