უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ნარკოპოლიტიკას განიხილავენ

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. უმრავლესობის განხილვის მთავარი საკითხი ნარკოპოლიტიკაა.

შეხვედრის წინ უმრავლესობის წევრები განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ.

დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს მარიხუანას. დანარჩენი სახის ნარკოტიკებზე მხარს ვუჭერ, პირველ მეორე შემთხვევაზე არ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იყოს სხვა კუთხით მუშაობა ამ კატეგორიის ადამიანებთან, თუკი მას საშველი არ დაადგება რა თქმა უნდა მაშინ გამოსასწორებელი სამუშაოები, ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ლეგალიზებას მაგაზე საუბარიც არ არის,“ – აცხადებს კარლო კოპალიანი.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში აუცილებელია, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა ძალადობისა და რეპრესიის გარეშე.

„გვაქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ, ეს არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული ძალადობა უნდა გამოირიცხოს ნარკომომხმარებელთან მიმართებაში. მეორეს მხრივ ეს საჭიროებს მკაფიო აქცენტებს მკაფიო ხაზებს იმასთან დაკავშირებით როგორ ვებრძოლოთ ნარკორეალიზაციას“- აცხადებს ზაზა გაბუნია.

 

 

 

">