„უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ აბსოლუტურად არასერიოზული შეთავაზება“

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით უმრავლესობის შეთავაზებას უპასუხეს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან წაყენებული წინადადება არასერიოზულია.

კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის ნაცვლად, რომელიც გულისხმობდა საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას და დებატებს, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ აბსოლუტურად არასერიოზული შეთავაზება, ყოვლად გაურკვეველი ფუნქციის მატარებელი. მართლა მაინტერესებს, ასეთ სიბრძნეებს ერთი ადამიანი ფიქრობს თუ ერთად მოიფიქრებენ. გუშინ ყველა ტელევიზია იყო წარმოდგენილი, გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გაეკეთებინა მოხსენება და გააკეთა და შემდგომ შესულიყო დებატებში. სამწუხაროდ უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა, უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს. გასაგები, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტის ზონაა და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროდ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ“,-განაცხადა აბაშიშვილმა.

">