ახალი უკრაინული სარაკეტო კომპლექსის გამოცდები წელსვე დაიწყება

უკრაინა ახალ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსს Гром-ზე მუშაობას ასრულებს. წლის განმავლობაში ის უკვე საველე გამოცდებს გაივლის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ „პავლოგრადსკის ქიმიური ქარხნის“ დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კომპლექსზე მუშაობა ფინალურ სტადიაშია. თითქმის დასრულებულია მართვის სისტემებისა და რაკეტების მოძრაობის გამოცდები, ჰიდრავლიკა, მექანიკა და ყველაფერი, რაც ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული. წლის განმავლობაში დიდი ალბათობით დაიწყება საველე გამოცდები“, – აცხადებს ქარხნის დირექტორი.

„უნიანი“ წერს, რომ Гром-ებით უკრაინის ჯარის შეიარაღება 3-4 წლის განმავლობაში მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას. ამ კომპლექსზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, ტაქტიკური და სტრატეგიული თავდაცვის საშუალებების შექმნა.