ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას „ჯაველინებზე“ უარი უთხრა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა. საუბარია სნაიპერული შაშხანა M107A1-ზე და შესაბამის აღჭურვილობაზე, რომლის ჯამური ღირებულება 41,5 მილიონი აშშ დოლარია. მიუხედავად ამისა, The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობა ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს უკრაინისთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვაზე.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო, თუმცა ობამას ადმინისტრაცია ასეთი ნაბიჯისგან თავს იკავებდა.

ექსპერტები და ოფიციალური პირები ტრამპის გადაწყვეტილებას აფასებენ როგორც ზომიერს – მან უკრაინის ყველა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, დათანხმდა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიყიდვას, რაც წინა ადმინისტრაციისა და ზოგადად აშშ-ს კონფლიქტისადმი მიდგომას ცვლის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ს კონგრესმა მხარი დაუჭირაჯაველინების“ საქართველოსთვის მიყიდვას. გუშინ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო სისტემას საქართველო 2018-19 წლებში, ორ ეტაპად შეიძენდა. პირველ ეტაპზე ამისთვის 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

">