„უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, იმედია ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელი, მტკივნეული და დამაფიქრებელი.

„კადრებში რაც ვიხილეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც, დამაფიქრებელიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს გზა აირჩია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით, იმედია ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ“,-განაცხადა უსუფაშვილმა.