ამერიკულმა უპილოტო აპარატმა დონბასის ტერიტორია დაზვერა

ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა უკრაინის კონფლიქტური ზონა დაზვერა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „112“ წერს, რომელიც ავიარეისების სამონიტორინგო ვებგვერდს Flightradar24-ს ეყრდნობა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკული უპილოტო RQ-4A Global Hawk-მა უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის ტერიტორიას გადაუფრინა. ის ვინიცკის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიის, ხერსონისა და ოდესის ოლქების თავზე დაფრინავდა. უპილოტო მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე დაფრინავდა.

Global Hawk-ი 16 კმ სიმაღლეზე დაფრინავდა. მას 300 კმ-ის დაშორებით შეუძლია ტერიტორიის დაზვერვა, რაც ნიშნავს, რომ უპილოტო დონბასის ტერიტორიასა და რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიებს აკვირდებოდა.

">