უკრაინაში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Печора გამოსცადეს

უკრაინაში Укроборонпром-ის მიერ მოდერნიზებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-125М „Печора“ წარმატებით გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „უნიანი“ ავრცელებს. სისტემა საშუალებას იძლევა 40 კილომეტრის რადიუსში 25 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგუროს სამიზნე.

როგორც Укроборонпром-ში აცხადებენ, გამოცდების დროს გაშვებული იქნა რამდენიმე ახალი რაკეტა 5В27Д-М2. რაკეტა აღჭურვილია ავტონომიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემით, რომლის საშუალებითაც რაკეტას სამიზნე 20 კილომეტრის დაშორებით შეუძლია აიყვანოს მიზანში. ახალი სისტემა საბჭოთა С-125-ის მოდერნიზებული ვარიანტია. გაზრდილია სისტემის სიზუსტე და მოქმედების რადიუსი. ასევე, მოდერნიზებულ ვარიანტს შეუძლია მაღალი მანევრული შესაძლებლობების მქონე საფრენი აპარატის განადგურება.

 

">