UEFA.COM – თბილისი ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

შესაძლოა, თბილისმა პრესტიჟული ტურნირის, ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს – ინფორმაცია დღეს, უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სია გამოაქვეყნა. უეფა 2021 წელს, საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობაზე, წინადადებებს 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იღებდა. შემოთავაზებები 11-მა წევრმა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალია. უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2019 წლის მაისში ან ივნისში ჩატარდება და მასპინძელ ქალაქებს დაასახელებს.

გთავაზობთ უეფას ოთხივე ტურნირის, ფინალური მატჩების მასპინძლობის კანდიდატების სიას:

უეფას ჩემპიონთა ლიგა
გერმანია, „მიუნხენ არენა“
რუსეთი, სტადიონი „სანკტ-პეტერბურგი“

ევროპის ლიგა
ავსტრია, ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი
საქართველო, თბილისი ბორის პაიჭაძე სახელობის „დონამო-არენა“
ესპანეთი, სევილია (სტადიონი დაზუსტებული არ არის)

უეფას სუპერ თასი
ბელარუსი, მინსკის „დინამოს“ სტადიონი
ფინეთი, ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი
ჩრდილოეთ ირლანდია, ბელფასტი, „უინდზორ პარკი“
უკრაინა, ხარკოვის „მეტალისტის“ სტადიონი

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა
ჩეხეთი, პრაღის „ედენ არენა“
შვედეთი, გიოტებორგის გამლა ულევი“

„დინამო არენამ“ მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირის ფინალს, 2015 წელსაც უმასპინძლა, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ბარსელონამ“ 5:4 „სევილია“ დაამარცხა.

წყარო: 1tv.ge

/</a></iframe>