„თვითონ თუ სჯერა ამ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს?“ – რატიანი აბაშიშვილზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა, სერგო რატიანი აფასებს.

„მე არ მინახავს ეს განცხადება. უბრალოდ როცა ამბობდა, სახე სერიოზული ჰქონდა თუ ეცინებოდა? თვითონ თუ სჯერა ამ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს?

რაც შეეხება ჩვენს კრიტიკას, მე მინდა დავამშვიდო პრეზიდენტი. ის იყო „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი პოლიტიკის ერთი პატარა ჭანჭიკი, დიდი გავლენა არ ჰქონდა, იყო ჭანჭიკი და ასრულებდა იმ პოლიტიკას, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ კრიმინალთან დაკავშირებით“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

">