„თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს“

რუსეთთან, ჩინეთთან და უკრაინასთან თურქეთი ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში დაიწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი მზადაა მსგავსი სისტემა შემოიღოს ევროპის იმ ქვეყნებთანაც, რომლებსაც „დოლარის ზეწოლისგან გათავისუფლება სურთ.“

თურქული ლირა მიმდინარე წელს 40%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის ვარდნა აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებამ გამოიწვია.

/</a></iframe>