„თუ დარჩა იუსტიციის მინისტრი, სხვა ძალოვანი მინისტრები, მაშინ მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდანვე გაჩნდება მოთხოვნა, რომ გადადგეს ეს მთავრობა“

სამინისტროების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, კომენტარი ოპოზიციაში გაკეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, სამინისტროებიშემცირება და ოპტიმიზაცია კარგია, თუმცა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ დარჩა იუსტიციის მინისტრი, სხვა ძალოვანი მინისტრები რომლებმაც მთავრობა ჩააგდეს კრიზისში, მაშინ მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდანვე გაჩნდება მოთხოვნა, რომ გადადგეს ეს მთავრობა.

„თუ დარჩა იუსტიციის მინისტრი, სხვა ძალოვანი მინისტრები და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მთავრობა ჩააგდეს კრიზისში, მაშინ მთავრობის დამტკიცების მეორე დღიდანვე გაჩნდება მოთხოვნა, რომ გადადგეს ეს მთავრობა, საუბარია სამინისტროებიშემცირებასა და ოპტიმიზაციაზე, ეს არის კარგი. უნდა გაუქმდეს ეკონომიკის სამინისტრო, აბსოლუტურად მკვდარი სამინისტროა ინფრასტრუქტურის სამინისტრო“,-განაცხადა გოცირიძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ გაერთიანება იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა  მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია უკვე არსებობს მისივე თქმით, კონცეფცია მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის გარკვეული უწყებების გაერთიანებას.