ტრამპმა ტილერსონი გადააყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გადააყენა. მის ადგილს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს. ტრამპმა ტილერსონს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახალი მდივანი მოვალეობას „შესანიშნავად გაუმკლავდება“.

ტილერსონმა, რომელიც ნავთობის უმსხვილეს კორპორაციას ExxonMobil-ს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ერთი წელი გაატარა.

რაც შეეხება CIA-ის დირექტორის თანამდებობას, პომპეოს შემდეგ აღნიშნულ თანამდებობას ჯინა ჰასპელი დაიკავებს, რომელიც CIA-ის პირველი ქალი დირექტორი იქნება.

">