ტრამპა პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი დაასახელა – ჯეიმს მატისს პატრი კშანაჰანი შეცვლის

დონალდ ტრამპმა პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი დაასახელა. თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი შეასრულებს. ამ დროისთვის ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

შანაჰანი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე გენერალ ჯეიმს მატისს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება, ტრამპის მიერ სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან მეორე დღეს დაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ თავდაცვის მდივანს პოსტი თებერვლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი ხელმძღვანელი პენტაგონს სათავეში უკვე პირველი იანვრიდან ჩაუდგება.

განცხადება ტრამპმა სოციალური ქსელში გაავრცელა.

წყარო: რუსთავი 2

">