ტრამპმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

 

დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯეფ სეშენსი პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის ამერიკის არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ტრამპი მიიჩნევდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ე.წ. რუსული გამოძიებაზე სპეცპროკურორის დანიშვნას.

ახლა რობერტ მალერი იმასაც იძიებს, იყო თუ არა პრეზიდენტის კრიტიკა სეშენსის მიმართ, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისკენ მიმართული უფრო ფართო კამპანიის ნაწილი.

გენერალური პროკურორის თანამდებობას დროებით იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, მეთიუ უითეკერი შეასრულებს. ის წარსულში „რუსული გამოძიების“ შეზღუდვის წინადადებით გამოდიოდა.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>