ტრამპის თქმით, ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე დაიყოლია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის „ძლიან უკმაყოფილო იქნებოდა“ თუ ვერ მიიღებდა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან პირობას, რომ ისინი გაზრდიდნენ საკუთარი თავდაცვის ხარჯებს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყნები არ ასრულებენ ნატო-ს მოთხოვნას, რომ მშპ-ს 2% მაინც დაიხარჯოს თავდაცვაში, აშშ-ზე მოდის ნატო-ს ხარჯების 90%.

საგანგებო პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოკავშირეებისგან მიიღო პირობა, რომ ისინი გაზრდიდნენ თავდაცვის ხარჯებს.

„ყველა დათანხმდა, რომ მათი წილი გაიზარდოს. ისინი ხარჯებს იმდენად გაზრდიან, რამდენადაც თავადვე არ ფიქრობდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც BBC წერს, ნატო-ს წევრები ისედაც აპირებდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას, ასე რომ, გაუგებარია რა სიახლეზე საუბრობს ტრამპი.

„ჩვენ ახლა კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

/</a></iframe>